Friday, August 27, 2010

ლედი გაგას ცვილის ფიგურებს მადამ ტუსოს 10 მუზეუმში გამოფენენ


პოპ-მომღერალ ლედი გაგას ცვილის ფიგურები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში არსებულ მადამ ტუსოს მუზეუმის ათ ფილიალში ერთბაშად გამოიფინება, - წერს გაზეთი The Daily Star.

ამგვარად მომღერალი ისტორიაში პირველი ცნობილი სახე გახდება, რომლის სკულპტურაც ათ მუზეუმში ერთობლივად გამოჩნდება.

ამ პროექტზე მილიონ ფუნტ სტერლინგამდე დაიხარჯება, ათივე ფიგურაზე კი ლედი გაგა, სხვადასხვა ფორმასა და პოზაში იქნება წარმოდგენილი.

ეს მოვლენა მადამ ტუსოს მუზეუმის არსებობის ისტორიაში პირველი ყველაზე ამბიციური პროექტია.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ასაკში ლედი გაგამ ყველაზე პოპულარულ და მაღალანაზღაურებად შემსრულებლად ჩამოყალიბება შეძლო.

Thursday, August 26, 2010

Miley Cyrus & Liam Hemsworth = Over

Miley Cyrus & Liam Hemsworth = Over

2 დღის წინ ინტერნეტში ჭორის დონეზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ლიამი და მაილი ერთმანეთს დაშორდნენ,
თუმცა გუშინ ჰემსვორტმა ოფიციალურად დაადასტურა მათი დაშორების ამბავი

დაშორების მიზეზად ის მაილის დაკავებულ რეჟიმს აცხადებს.როგორც ჩანს ლიამს მობეზრდა მაილის დევნა ამერიკის შტატებში ფილმის გადასაღებ მოედნებზე
მას შემდეგ რაც მაილი LOL გადასაღებად გაემგზავრა (12 ივლისს) ლიამი მას მხოლოდ ორჯერ, მცრე დროით ესტუმრა.ხოლო მას შემდეგ, რაც მაილიმ მას განუცხადა, რომ როდესაც LOL-ის გადაღებები დასრულდებოდა, ახალ ფილმში მონაწილეობას იღებდა და მათ კვლავ განშორება მოუწევდათ, ლიამმა მასთან დაშორება გადაწყვიტა.

Miley Cyrus & Liam Hemsworth = Over

17 წლის ამერიკელმა მაილიმ და 20 წლის ავსტალიელმა ლიამმა (რომელიც ასევე ამერიკაში მოღვაწეობს) ერთმანეთი 2009 წლის ივნისში გაიცნეს ფილმ The Last Song -ზე მუშაობისას და მას შემდეგ ერთად იყვნენ

Miley Cyrus & Liam Hemsworth = Over

კრისტინ სტიუარტი: "ვამპირის სიყვარული რთული არ არის"


ფილმმა the twilight saga ბოლო წლებში ჰოლივუდში ნამდვილი ფურორი მოახდინა. ამ ფილმის შემქმნელები ვერც იოცნებებდნენ იმ წარმატებაზე, რასაც ფილმმა მიაღწია კინო–გაქირავებაში.

მსახიობები, რომლებმაც ამ ფილმში მონაწილეობა მიიღეს, თინეიჯერებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობენ. ერთ–ერთი მათგანი კრისტინ სტიუარტია, რომელიც ფილმში ვამპირზე შეყვარებულ ქალს თამაშობს.

ფილმამდე ეს მსახიობი დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა და ბევრისთვის საერთოდ არ იყო ცნობილი. კრისტინი ძალიან ლამაზია და, ბუნებრივია, ეს მის კარიერაზე დადებითად მოქმედებს, თუმცა იმის თქმა, რომ კრისტინის წარმატება მხოლოდ სილამაზის დამსახურებაა, არ შეიძლება. კრისტინს უკვე უამრავი ფანი ჰყავს მთელს მსოფლიოში და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათი რიცხვი დროთა განმავლობაში მხოლოდ გაიზრდება. კრისტინი კიდევ არაერთ პროექტში აპირებს მონაწილეობის მიღებას და ამბობს, რომ მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებს.

კრისტინს არ უყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი და ამ თემას ყოველთვის გაურბის ხოლმე. მსახიობი ამბობს, რომ მას ძალიან უნდა იყოს მრავალფეროვანი და ყველა ჟანრის ფილმში მიიღოს მონაწილეობა. კრისტინს ყველაფერი წინ აქვს. მაყურებელს იმედი აქვს, რომ კიდევ არაერთხელ იხილავს მას ეკრანზე.

გთავაზობთ ინტერვიუს კრისტინ სტიუარტთან.

– საგამ ვამპირებზე დიდი პოპულარობა მოგიტანათ. როგორ მოხვდით ამ პროექტში?

– უბრალოდ, ერთ დღეს დამირეკეს და მითხრეს, თუ მსურდა ამ ფილმში მონაწილეობის მიღება. როდესაც სცენარი წავიკითხე, დამაინტერესა და დავთანხმდი. ძალიან გამიმართლა, რადგან მსახიობები, რომლებთან ერთადაც მომიწია მუშაობა, თავისი საქმის პროფესიონალები არიან და მათთან ერთად მუშაობა მართლაც დიდი სიამოვნება იყო. მე მათი სახით ძალიან კარგი მეგობრები შევიძინე, რომლებთანაც კიდევ დიდი ხანი მექნება ურთიერთობა.

– როგორ ეგუებით იმ ფაქტს, რომ ყველამ იცის თქვენი სახელი, ანუ რამდენად მოგწონთ პოპულარობა?

– პოპულარობა ჯერჯერობით ძალიან მომწონს, ვერაფერს ვხედავ ცუდს იმაში, რომ ხალხი გცნობს და უნდათ, შენგან ავტოგრაფი აიღონ. ჩემი აზრით, ამან დადებით განწყობაზე უნდა დაგაყენოს. ჩემთვის პოპულარობა ახალია, ამიტომ ვცდილობ, მისგან მაქსიმუმი მივიღო. შეიძლება ცოტა ხანი გავიდეს და ისეთი პოპულარული აღარ ვიყო, როგორიც ახლა ვარ. ამიტომ სანამ შესაძლებლობა მაქვს, სიამოვნება უნდა მივიღო იმისგან, რაც მაქვს.

– რამდენად გაგიჭირდათ იმ ქალის განსახიერება, რომელსაც ვამპირი უყვარს?

– მე მსახიობი ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ტიპის პერსონაჟი უნდა განვასახიერო. ამიტომ ეს როლი ჩემთვის რთული არ ყოფილა, პირიქით, ძალიან საინტერესო იყო. მაყურებლისთვის საინტერესო იქნება იმ ემოციების დანახვა, რომელთაც ჩემი პერსონაჟი გამოხატავს ამ ფილმში. ეს პროცესი ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო, რადგან არ ვიცოდი, რამდენად შევძლებდი ამ პერსონაჟის თამაშს. არ მინდა თავის ქებაში ჩამომართვათ, მაგრამ, მგონი, ცუდად არ გამომივიდა.

– ალბათ თქვენი პირადი ცხოვრება ბევრს აინტერესებს.

– ბუნებრივია, როდესაც პოპულარული ხარ, შენი პირადი ცხოვრება ყველას აინტერესებს. ეს არც ისე სასიამოვნოა, მაგრამ უნდა შეგეძლოს, ყველაფერში პოზიტიური დაინახო. ერთი მხრივ სასიამოვნოა, როდესაც ხალხი შენით დაინტერესებულია. თუმცა შეიძლება გაღიზიანდე, როდესაც შენი პირადი ცხოვრების ყველაზე ინტიმურ დეტალებს ამზეურებენ. ჩემი აზრით, არავის სიამოვნებს პირად ცხოვრებაზე ხმამაღალი საუბარი და მე გამონაკლისი არ ვარ.

– რა აზრის ხართ გადასაღებ მოედანზე დაწყებულ რომანებზე?

– გადასაღებ მოედანზე რომანები საკმაოდ ხშირად იწყება, რადგან მსახიობები თითქმის ყოველდღე ერთმანეთს ხედავენ, რაც ხშირად სიმპათიას იწვევს. თუმცა ყოველთვის ასე არ არის. ხანდახან მსახიობები უბრალოდ ვერ იტანენ ერთმანეთს. თუმცა ასეთი შემთხვევები შედარებით იშვიათია. ჩემს შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ ჯერჯერობით გადასაღებ მოედანზე რომანი არ მქონია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალში ასე არ მოხდება.

– რამ შეიძლება ბედნიერება მოგანიჭოთ?

– ბედნიერება შეიძლება ბევრმა რამემ მომანიჭოს, მაგალითად იმან, რომ ვინმემ თბილად გამიღიმოს, ან ტელევიზორში რამე კარგ ფილმს ვუყურო. ზოგადად ბედნიერება უფრო წამიერი სიამოვნებაა. არა მგონია, არსებობდეს ადამიანი, რომელიც ყოველთვის ბედნიერია. ასეთი რამ არ არსებობს. ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნო მომენტები. მეც მაქვს ზოგჯერ უსიამოვნო მომენტები.

– თქვენს თავს როგორ დაახასიათებდით?

– ვარ საკმაოდ კომუნიკაბელური და აქტიური ადამიანი, რომელსაც ხანდახან უყვარს მარტო დარჩენა. მარტოობა იმისთვის მჭირდება, რომ ჩემს თავში და გრძნობებში უკეთესად გავერკვე. თუმცა დიდხანს მარტო ყოფნაც არ შემიძლია, რადგან ადამიანებთან ურთიერთობა ჩემთვის აუცილებელია. მსახიობობა ამ მხრივ ძალიან კარგია, რადგან შეგიძლია ყოველთვის შეხვდე ახალ ადამიანებს. ეს მსახიობობის ერთ–ერთი ყველაზე დადებითი მხარეა.

– რამ შეიძლება წყობიდან გამოგიყვანოთ?

– ზოგადად ჩემი გაბრაზება არც ისე იოლია, რადგან წყობიდან იშვიათად გამოვდივარ, მაგრამ არის რაღაცეები, რამაც შეიძლება გამომიყვანოს წყობიდან. მაგალითად, როდესაც ვინმე პატივს არ მცემს, ან უსამართლოდ მექცევა, ძალიან მწყინს და მაბრაზებს. მაგრამ ასე იშვიათად ხდება ხოლმე.

უგემოვნო ვარსკვლავები


ვარსკვლავის სტატუსი მილიონიან ჰონორარსა და უამრავ თაყვანისმცემელთან ერთად გამუდმებით ყურადღების ცენტრში ყოფნასაც ნიშნავს, ამიტომაც მათ შეცდომის უფლება არ აქვთ. ვარსკვლავებისგან ელიან, რომ ისინი ყოველთვის იდეალურნი უნდა იყვნენ საქციელით, საუბრით თუ ჩაცმის სტილით. თუმცა ბევრ მათგანს ამ ამოცანისთვის თავის გართმევა უჭირს და მათი გემოვნება ხშირად ეჭვქვეშ დგება. მაგალითად მარტო ცნობილი მოდის კრიტიკოსის, რიჩარდ ბლექუელის ყოველწლიური სიაც საკმარისია, რომელშიც წლის ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავები ხვდებოდნენ. რამოდენიმე მათგანი განსაკუთრებით მკაცრი კრიტიკის ობიექტიც კი ხდებოდა, მაგალითად ბარბრა სტრეიზანდმა რიჩარდისგან ერთხელ ასეთი უცნაური შეფასება მიიღო: "ის ფრანკენშტეინის მამრობითი პატარძალივით გამოიყურება". უგემოვნო ვარსკვლავთა მცირე სია ასე გამოიყურება:

ემი უაინჰაუსი


"ამ საშინელ კოპლებიან სამოსში ფაცხის ოფიციანტს უფრო ჰგავს", - არ ინდობს ემის ბლეკუელი. მინიქვედატანები, მაისურები, საიდანაც ბიუსტჰალტერი ჩანს, ფერადი კაბები, კორსეტები, მიკროსკოპიული შორტები - ეს ემის საყვარელი ნივთებია, რომლებიც ნამდვილი დანაშაულია მოდის წინააღმდეგ. ამას დაუმატეთ უამრავი ტატუირება, აწეწილი თმა, გადღაბნილი თვალები და სილიკონის იმპლანტანტები, რომლებიც აშკარად არ აჩენს უფრო სექსუალურს. მოკლედ, მისი ჩაცმის სტილი სრულიად აცამტვერებს მოსაზრებას, რომ ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია.



ლინდსი ლოჰანი

მის შესახებაც თითქმის ყველაფერია ცნობილი. ბავშვობიდან მოღვაწეობს კინოში და ადრე იგრძნო ვარსკვლავობის გემო. ასევე ადრიანად – მოზარდობის წლებიდან შემოვიდა მის ცხოვრებაში სკანდალები ნარკოტიკებთან, ალკოჰოლთან, ლესბოსელ საყვარელთან თუ ციხეებთან დაკავშირებით. რამდენიმე კვირის წინაც ციხეში ჩასვეს, თუმცა მერე პირობით გაათავისუფლეს.

ლინდსიც გიჟდება შორტებზე, ასევე ბოტფორტებსა და მაღალ ჩექმებზე, რომლებიც თითქმის ყოველთვის ჩაჩაჩული აქვს. ერთმანეთთან სრულიად შეუსაბამო სამოსი აცვია, ფერებით თუ წარმომავლობით და ხშირად ხვდება ყველაზე უგემოვნოთა რეიტინგებში.



ბრიტნი სპირსი

ყველაფერი ასე დაიწყო: ცეკვები შიშველი მუცლით და გულუბრყვილო სიმღერები სიყვარულზე. ამერიკის საყვარელ გოგონას დიდ წარმატებას უქადდნენ, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა, კლასიკური ისტორიით - ალკოჰოლი, ნარკოტიკები, საეჭვო რომანები, რამდენიმე ორსულობა, თავის გადაპარსვა, ჩხუბი ფოტოგრაფებთან, მშობლის უფლების დაკარგვა... სამწუხაროდ, რა ხანია, ბრიტნი აღფრთოვანებას არ იწვევს. ალბათ, უფრო თანაგრძნობას.



რა აღარ უწოდებიათ ბრიტნისთვის მოდის კრიტიკოსებს. იგივე ბლეკუელი მის სამოსს "მადონას გამონაცვალს" უწოდებდა, თვით მომღერალს კი - "მოხუც ლოლიტას" და "მოდის მთავარ საფრთხობელას". ბრიტნის საყვარელი ნივთებია ჯინსის შორტები და ტოპები, რომლებიც მისი არც ისე იდეალური ფიგურის ყველა ნაკლოვანებას უსვამენ ხაზს. წითელ ხალიჩებზეც კარგა ხანია, არ ბრწყინავს: უგემოვნო, ნახევრად გამჭვირვალე კაბები, მოკლე ქვედატანები, ბადე-წინდები... ძნელია გაიხსენო მისი თუნდაც ერთი ნორმალური კოსტიუმი. ხშირად ამბობენ, რომ ქალი გამოცანა უნდა იყოს. ბრიტნის ერთადერთი გამოცანა ის არის, აქამდე რატომ ვერ მოახერხა კარგი სტილისტის დაქირავება?


კორტნი ლავი

სინამდვილეში კორტნი მსახიობი და მომღერალია, მაგრამ ბევრი მას მხოლოდ ჯგუფ "ნირვანას" ლიდერის კურტ კობეინის ქვრივად იცნობს. ჩვენი გმირის ბავშვობა არ ყოფილა დიდად მოწესრიგებული - დედამისი, ფსიქოთერაპევტი, ჰიპების მოძრაობის მიმდევარი იყო და კორტნი კომუნაში იზრდებოდა. გაიზარდა და მის ცხოვრებაში კურტ კობეინთან ერთად და მას მერეც შემოვიდა ალკოჰოლი და ნარკოტიკები, სასამართლოები და სარეაბილიტაციო კლინიკები, წარუმატებელი რომანები და პლასტიკური ოპერაციები. თითქოს ახლა თავისი ცხოვრების დალაგებას ცდილობს, თუმცა მისი გარეგნობა და ჩაცმის მანერა კვლავაც ახსენებს საზოგადოებას წარსულის შეცდომებს.

კორტნის არასდროს გაუხარებია თაყვანისმცემლები ელეგანტური სამოსით. დახეული ჯინსები და თვალწასული წინდები, გაწელილი მაისურები, მოკლე კაბები, რომლებიც უფრო მეტს აჩენენ, ვიდრე საჭიროა, მოკლე ბლუზები - აი, ეს არის მისი გარდერობი. არადა, ერთ დროს მისი სტილი სამაგალითოდ მიაჩნდათ. ახლა კი მისი დიზაინერული ექსპერიმენტებიც კრახით მთავრდება. ბოლო დროს ცდილობს, მეტად აუწყოს ფეხი მოდას, იქნებ ჯერ კიდევ აქვს შანსი?

მოდის კრიტიკოსის უგემოვნოთა სიაში ასევე მოხვედრილან: მერილ სტრიპი, შერონ სტოუნი, კრისტინა აგილერა, მადონა, პატი დევისი, კამილა პარკერ–ბოულსი და რა გასაოცარიც არ უნდა იყოს, ახალდაქორწინებული უელსის პრინცესა დაიანაც.

მერაია ქერი ბავშვს მალავს?


40 წლის მერაია ქერი შეიძლება სულ მალე მილიონერ დედიკოთ სიას მიემატოს. მომღერალმა მეორედ მსახიონ ნიკ კენონზე ორი წლის წინ იქორწინა. მისი ორსულობის შესახებ ჭორები მას შემდეგ აგორდა, რაც მომღერალმა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით ახალ ფილმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

სულ რამდენიმე დღის წინ კი მთელი სამყარო მისმა მომატებულმა 20-მა კილომ კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ მერაიას თავს რაღაც უცნაური ხდება. სანპაულოში გამართულ კონცერტზე ქერის ელეგანტური შავი კაბა ეცვა, რომელიც მის მომატებულ კილოგრამებს ვერანაირად ვერ მალავდა.

ვარსკვლავმა მოსალოდნელ დედობასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა. მისმა მეუღლემ კი ჟურნალისტებს განუცხადა, მომატებული წონა და, მით უმეტეს ორსულობა, ქალებისათვის ძალიან ინტიმური თემებია და მერაია სანამ თვითონ არ მოინდომებს ამაზე საუბარს, მე ხმის ამომღები არ ვარო.

Wednesday, August 25, 2010

სელებრითების კარიკატურები..

სელებრითების კარიკატურები..

სელებრითების კარიკატურები..

სელებრითების კარიკატურები..

სელებრითების კარიკატურები..





სელებრითების კარიკატურები..

სელებრითების კარიკატურები..









სელებრითების კარიკატურები..



სელებრითების კარიკატურები..

სელებრითების კარიკატურები..

სელებრითების კარიკატურები..



სელებრითების კარიკატურები..

სელებრითების კარიკატურები..



სელებრითების კარიკატურები..

სელებრითების კარიკატურები..

ჰოლივუდის ახალი წყვილი: Dianna Agron&Sebastian Stan

ჰოლივუდის ახალი წყვილი: Dianna Agron&Sebastian Stan

24 წლის მსახიობი დიანა ეგრონმა სიყვარული იპოვა და ეს ადამიანი Lieghton Meester-ის
ყოფილი შეყვარებული და ასევე მსახიობი სებასტიან სტენია.
ხმები დადიოდა,რომ ეს მხოლოდ ჭორები იყო,მაგრამ ჟურნალმა Times ეს ინფორმაცია
დაადასტურა.
დიანა და სებასტიან უბრალოდ ერთობიან,ორივესთვის პირველ ადგილზე ამ მომენტში
კარიერაა..."სებასტიანს არ უნდა რომ იგივე შეცდომები დაუშვას ამ ურთიერთობაში,
რაც ლეიტონთან დაუშვა" იუწყება პრესა.

ჰოლივუდის ახალი წყვილი: Dianna Agron&Sebastian Stan

Glee & Gossip Girl

ჰოლივუდის ახალი წყვილი: Dianna Agron&Sebastian Stan

ჰოლივუდის ახალი წყვილი: Dianna Agron&Sebastian Stan