Thursday, August 26, 2010

მერაია ქერი ბავშვს მალავს?


40 წლის მერაია ქერი შეიძლება სულ მალე მილიონერ დედიკოთ სიას მიემატოს. მომღერალმა მეორედ მსახიონ ნიკ კენონზე ორი წლის წინ იქორწინა. მისი ორსულობის შესახებ ჭორები მას შემდეგ აგორდა, რაც მომღერალმა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით ახალ ფილმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

სულ რამდენიმე დღის წინ კი მთელი სამყარო მისმა მომატებულმა 20-მა კილომ კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ მერაიას თავს რაღაც უცნაური ხდება. სანპაულოში გამართულ კონცერტზე ქერის ელეგანტური შავი კაბა ეცვა, რომელიც მის მომატებულ კილოგრამებს ვერანაირად ვერ მალავდა.

ვარსკვლავმა მოსალოდნელ დედობასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა. მისმა მეუღლემ კი ჟურნალისტებს განუცხადა, მომატებული წონა და, მით უმეტეს ორსულობა, ქალებისათვის ძალიან ინტიმური თემებია და მერაია სანამ თვითონ არ მოინდომებს ამაზე საუბარს, მე ხმის ამომღები არ ვარო.

No comments:

Post a Comment