Friday, August 27, 2010

ლედი გაგას ცვილის ფიგურებს მადამ ტუსოს 10 მუზეუმში გამოფენენ


პოპ-მომღერალ ლედი გაგას ცვილის ფიგურები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში არსებულ მადამ ტუსოს მუზეუმის ათ ფილიალში ერთბაშად გამოიფინება, - წერს გაზეთი The Daily Star.

ამგვარად მომღერალი ისტორიაში პირველი ცნობილი სახე გახდება, რომლის სკულპტურაც ათ მუზეუმში ერთობლივად გამოჩნდება.

ამ პროექტზე მილიონ ფუნტ სტერლინგამდე დაიხარჯება, ათივე ფიგურაზე კი ლედი გაგა, სხვადასხვა ფორმასა და პოზაში იქნება წარმოდგენილი.

ეს მოვლენა მადამ ტუსოს მუზეუმის არსებობის ისტორიაში პირველი ყველაზე ამბიციური პროექტია.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ასაკში ლედი გაგამ ყველაზე პოპულარულ და მაღალანაზღაურებად შემსრულებლად ჩამოყალიბება შეძლო.

No comments:

Post a Comment