Wednesday, August 25, 2010

რობერტ პატისონი ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარეს


ვამპირული საგა ”ბინდის” მთავარი როლის შემსრულებელი რობერტ პატისონი ყველაზე სექსუალურ მამაკაცთა რეიტინგში ლიდერობს, რომელიც ჟურნალმა Glamour-მა შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 50 კაციანი სიის პირველი ხუთეული ამავე ფილმის მსახიობებმა დაიკავეს. მეორე ადგილი ტეილორ ლოტნერს, მესამე - იენ სამერჰოლდერსს, მეოთხე და მეხუთე კი კსავერ სემუელსს და კელან ლასტს ერგოთ.

მსახიობმა ჯონი დეპმა, რომელიც 2009 წლის რეიტინგში მეორე ადგილის მფლობელი იყო, წელს მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა.

მეშვიდე პოზიცია ჯასტინ ბიბერს, მერვე - ჯერარდ ბატლერს, მეცხრე - ჰაიდენ კრისტენსენს, მეათე კი ჩენინგ ტატუს ერგო.

No comments:

Post a Comment