Wednesday, August 25, 2010

დემი მურის სტრიპტიზშოუ


47 წლის ჰოლივუდელმა ჯერ ისევ ლამაზმანმა, დემი მურმა, სტრიპტიზი მოაწყო. მეგობრებთან გატარებული დროის შემდეგ ის მეუღლესთან ერთად ნახევრად შიშველი გამოვიდა სახლიდან და მანქანამდე ისედაც მცირე აღკაზმულობა უფრო შეამცირა.

მიუხედავად იმისა, რომ ეშტონ კატჩერი ცდილობდა მეუღლე შეეკავებინა და ღვინის ბოთლი მაინც გაეგდებინა ხელიდან, სულ ტყუილად დაიხარჯა. მთვრალი დემი მაინც მოექცა აბეზარი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში და მორიგ სკანდალსაც გამოჰკრა ხელი.

თვითმხილველები შურით აცხადებენ, რომ დემიმ ასაკის მიუხედავად ფიგურა მაინც შეინარჩუნა. უარი თქვა გვინეტ პელტროუს მიერ ნარჩევ დიეტაზე და კვლავ ვარჯიშს დაუბრუნდა.

No comments:

Post a Comment