Wednesday, August 25, 2010

ჯასტინ ბიბერი Proactiv

ის თინეიჯერი ბიჭია.. რომელიც მრავალი გოგონას სიმპატიის ობიექტია, თუმცა მალე მას გარდატეხის ასაკის მთელი სიტკბოება დააცხრება და მრავალი ბიჭის მსგავსად შესაძლოა დაკარგოს მისი შარმი. : )
ჯასტინ ბიბერი გახდება სახის მოვლის საშუალებების სახე, რომელიც გათვლილია მოზარდებზე. ჯასტინმა თადარიგი თავიდანვე დაიჭირა და გვარწმუნებს, რომ ამ პროდუქციის დახმარებით თინეიჯერული გამონაყარი და შავი წერტილები მას არ ემუქრება.
"მე თინეიჯერი ბიჭი ვარ! უდავოდ ვდგავარ აკნეს პრობლემების წინაშე. ამიტომაც მე ვიყენებ Proactiv პროდუქციას და ჩემი სახის კანი ამ პრობლემას უმკლავდება. Proactiv შესანიშნავი საშუალებაა!"- განაცხადა ჯასტინმა ერთერთ ინტერვიუში, სწორედ ისე როგორც სარეკლამო ლოზუნგი

"Proactiv -თან ერთად არ მომიწვს ვიდარდო სახის კანზე, როგორ გადამიღებენ ფოტოებს. ამის გამო არ ვიგრძნობ თავს ცუდად და არ დავკარგად სიმღერის სურვილს."

"ზოგი იტყვის, ჯასტინ ბიბერს არ აწუხებს აკნე, რატომ უკეთებს რეკლამირებას Proactiv-ს? მაგრამ იცოდეთ, ეს საჭიროა რათა ავიცილო თავიდან მისი წარმოშობა. Proactiv უნდა მოვიხმაროთ მუდმივად. რის შემდეგაც შესანიშნავად გრძნობ თავს"


No comments:

Post a Comment